T O R Q U E

Loading

სერვისები

Torque სერვისები

რა სერვისებს გთავაზობთ ტორქი?

ტორქი ქართულ სამშენებლო სექტორს სთავაზობს კოშკურა ამწის სრულ ტექნიკურ მომსახურებას – კოშკურა ამწის პროექტირებიდან, მის მონტაჟსა და დემონტაჟამდე.

ამწის ინდივიდუალური პროექტირება

ამწის ინდივიდუალური პროექტირება

სანამ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, საჭიროა ამწის განთავსების დეტალური გეგმა. საწყის ეტაპზე ტორქის ინჟინერი შექმნის სამშენებლო პროექტის შესაბამის გეგმას, რაც მოიცავს კოშკურა ამწის ოპტიმალური მოდელის შერჩევას, განთავსების გეგმასა და მონტაჟი/დემონტაჟის სავარაუდო ლოგისტიკას, მშენებლობის სპეციფიკის, რელიეფისა და მეზობელი ნაგებობების გათვალისწინებით

მონტაჟი / დემონტაჟი

მონტაჟი / დემონტაჟი

ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს ტექნიკის სწრაფ და უსაფრთხო მონტაჟსა და, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დემონტაჟს. პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით.

სექციების ამაღლება

სექციების ამაღლება

შენობის სართულების მატებასთან ერთად საჭიროა ამწემ უშუალოდ მშენებლობის მსვლელობისას მოიმატოს სიმაღლეში. ტორქი უზრუნველვყოფს ამწეზე სექციების ამაღლებას მაქსიმალურად ოპერატიულად, რათა არ შეფერხდეს მშენებლობა.

შენობაზე მიმაგრება

შენობაზე მიმაგრება

სექცია მშენებარე კონსტრუქციაზე მაგრდება სპეციალური ანკერული სისტემების გამოყენებით. კვალიფიციური ინჟინერი პასუხისმგებელია ამწის მდგრადობაზე ნებისმიერ სიმაღლეზე.

ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურება

ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურება

თანამედროვე კოშკურა ამწეების გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაცია მოითხოვს ელექტრო სისტემების სრულ დიაგნოსტირებას, რეგულარულ ინსპექტირებას, დაზიანების სწრაფ იდენტიფიკაციასა და ხარვეზების აღმოფხვრას.

ტექნიკური დიაგნოსტიკა და ინსპექტირება

ტექნიკური დიაგნოსტიკა და ინსპექტირება

ტორქის კოშკურა ამწის სერვისი გულისხმობს ტექნიკის რეგულარულ შემოწმებას, ხარვეზების იდენტიფიცირებასა და დეტალური ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას

სრული შეკეთება და განახლება

სრული შეკეთება და განახლება

საჭიროების შემთხვევაში ტორქის საინჟინრო გუნდი ატარებს ამწეების კაპიტალურ განახლებას. პროცესი მოიცავს ძირითადი კვანძების რესტავრაციასა და მექანიკური ნაწილების შეცვლას.

სერტიფიცირება და ექსპერტიზა

სერტიფიცირება და ექსპერტიზა

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ტექნიკის სრულ საინჟინრო-იურიდიულ მხარდაჭერას: ქარხნული ტექნიკური პასპორტების, მონტაჟის ოქმებისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოების მომზადებას, ტექნიკის შესაბამისობის დადასტურებას საერთაშორისო და ლოკალურ უსაფრთხოების სტანდარტებთან.

კონსულტაცია

კონსულტაცია

პროფესიონალური კონსულტაციები კოშკურა ამწის შერჩევის, ოპტიმალური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაზე, მშენებლობის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად წარმართვისთვის.

Torque - ტორქი

მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს!

1+
შესრულებული სერვისი
1/7
მომსახურება
1+
შესრულებული სერვისი
1+
წლიანი გამოციდება