24/7 გადაუდებელი სერვისი: კოშკურა ამწის შეკეთება და დიაგნოსტიკა
კოშკურა ამწის მოულოდნელი გაჩერება სერიოზული ფინანსური ზარალის მიზეზი შეიძლება გახდეს. მაღალია შანსი ამწესთან დაკავშირებული პრობლემის გამო ობიექტზე მიმდინარე სხვა სამუშაოებიც გაჩერდეს და პროექტის ჩაბარების ვადები დაირღვეს.
კოშკურა ამწის გამართული მუშაობისთვის, საჭიროა, პირველ რიგში რეგულარული დიაგნოსტიკა, რომელიც პრობლემებს საწყის ეტაპზევე გამოავლენს. ხოლო იმ შემთხვევებისთვის კი, როცა მოულოდნელი ტექნიკური პრობლემა მაინც იჩენს თავს – სწრაფი, კომპეტენტური ტექნიკური მომსახურება.
„ტორქი“ ქართულ სამშენებლო სექტორს 24/7-იან მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი ინჟინერთა გუნდი დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს მზადაა თქვენს კოშკურა ამწეს საჭირო მომსახურება გაუწიოს. გუნდს ობიექტზე მისასვლელად საშუალოდ 2 საათი სჭირდება.
კოშკურა ამწის ოპერატიული შეკეთება: ობიექტზე 2 საათში ვიქნებით
კრიტიკულ ხარვეზთან მინიმალური დანაკარგებით გამკლავება ექსპერტების დროულ ჩართულობას მოითხოვს.
ტორქი ქართულ სამშენებლო კომპანიებს სთავაზობს 24-საათიან ამწის სერვისებს. ჩვენი ინჟინრები ობიექტზე გამოძახებიდან საშუალოდ ორ საათში მიდიან და სწრაფადვე იწყებენ სამუშაოებს. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ტექნიკის ადგილზე შეკეთება შეუძლებელია, ის გადააქვთ “ამწის ლაბორატორიაში”.
საინჟინრო გუნდი შაბათ-კვირის ჩათვლით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, რთული კლიმატური თუ სამუშაო პირობების მიუხედავად მზადაა პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს. ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის სამშენებლო ობიექტზე პროცესის უსწრაფესად აღდგენაა.
ადგილობრივი რესურსი და ტექნიკური მხარდაჭერა
თუ ამწის პრობლემა დაზიანებული ნაწილის ბრალია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ნაწილი მაქსიმალურად სწრაფად ჩანაცვლდეს. თუ ალტერნატიული დეტალი ბაზარზე არ იშოვება, ყველაზე კომპეტენტური ინჟინერიც ვერ შეძლებს მის შეკეთებას.
სწორედ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ტორქი ამწის ძირითად სათადარიგო ნაწილებს უშუალოდ საქართველოში ინახავს. ჩვენი გამოცდილებით კარგად ვიცით რა დეტალები ხდება ყველაზე ხშირად ამწის შეჩერების მიზეზი.
შესაბამისად, საზღვარგარეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებასა და კვირობით ლოდინზე დრო აღარ იკარგება. კომპანია ყოველთვის სრულად ფლობს საჭირო ტექნიკურ რესურსს.
ტორქის ინჟინრები ქართულ ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა კომპანიის ამწის მოდელს იცნობენ. გუნდი ყოველდღიურად წარმატებით ემსახურება Zoomlion-ის, XCMG-ის, Comansa-ს, Potain-ისა თუ BQ-ს სისტემებს და კარგად ერკვევა თითოეულის სამუშაო სპეციფიკაში.
ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში
2 საათში
დაზიანებების პრევენცია და ამწეების შეკეთება
დაზიანების რისკების შემცირების ყველაზე ეფექტური გზა სისტემების რეგულარული შემოწმებაა. ტორქი პასუხისმგებლობას იღებს სრულ პროცესზე, დეფექტის ზუსტი იდენტიფიკაციიდან პრობლემის აღმოფხვრამდე.
მაღალკვალიფიციური ამწის მომსახურება პირდაპირ კავშირშია სამშენებლო პროექტის წარმატებასთან. დიაგნოსტიკის იგნორირება და პრობლემებზე დაგვიანებული რეაგირება გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. დროული ტექნიკური დახმარება გაცდენილი დროის შემცირების ერთადერთი გზაა.
ტორქის სერტიფიცირებული ინჟინრები მზად არიან ნებისმიერ დროს 2 საათში გაჩდნენ ობიექტზე და ოპერატიულად გადაჭრან კოშკურა ამწესთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. თქვენ კი მაქსიმალურად მალე აგრძელებთ მშენებლობას და არ გექმნებათ პრობლემა ჩაბარების ვადების დაცვასთან.
ანდეთ პროფესიონალებს კოშკურა ამწეები თქვენს ობიექტზე და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოაგვარეთ ტექნიკური პრობლემები – მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს!
ჩვენი მთავარი საოპერაციო პრინციპი მარტივი და ნათელია