T O R Q U E

Loading

მშენებლობა

არ უნდა გაჩერდეს

"ამწის ლაბორატორია" აღაიანში: როგორ უბრუნდება სიცოცხლე სამშენებლო ტექნიკას

გაჩერებული ტექნიკა = ფინანსური ზარალი

სამშენებლო სექტორში დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. მძიმე ტექნიკის გაჩერება ვადების დარღვევას და პირდაპირ ფინანსურ ზარალს ნიშნავს. კოშკურა ამწის სამუშაო პროცესში ოპერატიულად დაბრუნების მთავარი წინაღობა ხშირად სათადარიგო დეტალების დეფიციტია. 

კოშკურა ამწის კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია ადგილობრივი საწყობი. როდესაც ამწეს რომელიმე ნაწილის ჩანაცვლება სჭირდება, კომპანიას უწევს შესაბამისი დეტალის საზღვარგარეთიდან შეკვეთა და ვერ იწყებს ამწის აღგენა-რეკონსტრუქციას, სანამ შეკვეთა არ ჩამოვა და საბაჟო პროცედურებს არ გაივლის, რაც პროცესს ზოგჯერ კვირობითაც აჭიანურებს. 

ბილდვეი ექსპო - პრობლემის გადაჭრა

ამ პრობლემის გადასაჭრელად სოფელ აღაიანის მახლობლად ახალი სივრცე, ბილდვეი ექსპო (Buildway Expo), მოეწყო. აღაიანის ბაზა ერთგვარი “ამწის ლაბორატორიაა” რომელიც სარემონტო ცენტრსა და მასშტაბურ საწყობს აერთიანებს. ამწეების ნაწილები უკვე საქართველოშია, ამიტომ ინჟინრები ამწის აღდგენაზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებენ.

ბაზა თანამედროვე ევროპული საინჟინრო სტანდარტებით მუშაობს. ტექნიკის გამართულობაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ მწარმოებელი ქარხანა იღებს. ბაზა კომპანია ბილდვეის, სერვისების პროვაიდერ ტორქსა და ჩინური სამშენებლო ტექნიკის კომპანია BQ-ს თანამშრომლობით შეიქმნა. ბილდვეი ფრანგული ბრენდის, პოტაინის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. საინჟინრო გუნდი პროფესიულ გადამზადებას უშუალოდ საფრანგეთში, პოტაინის ქარხანაში გადის, რათა პოტაინის კოშკურა ამწეები მწარმოებლის სტანდარტების სრული დაცვით შეაკეთოს.

ბილდვეი ექსპოს უპირატესობები

სათადარიგო ნაწილები საქართველოში

ევროპული საინჟინრო სტანდარტები

მწარმოებელი ქარხნის პასუხისმგებლობა

24/7 მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება

ლოკალური საწყობი: რემონტი მინიმალურ დროში

ლოკალური საწყობი მნიშვნელოვნად ამცირებს ამწის რემონტის დროს. ბილდვეის, BQ-სა და ტორქის სერვისების გამოყენების მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სათადარიგო დეტალები უკვე საქართველოშია. დაზიანებული ამწეს ნაწილი ადგილზეა, ტექნიკური გუნდი დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას და ტექნიკა ბევრად უფრო სწრაფად უბრუნდება სამშენებლო მოედანს.

კომპანია ტორქი ბაზარზე არსებული სხვა ბრენდების ტექნიკასაც ემსახურება. ინჟინრებს Zoomlion-ის, XCMG-ისა და Comansa-ს ამწეებთან მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას აქვს. ხშირად დეველოპერი სხვა კომპანიისგან ყიდულობს ან ქირაობს ტექნიკას, მაგრამ მაღალკვალიფიციური რეგულარული დიაგნოსტიკა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, მას თავისუფლად შეუძლია ისარგებლოს ტორქის სერვისებით, ხარვეზები საწყის ეტაპზე აღმოაჩინონ და დაზიანება დროულად აღმოფხვრან.

ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში

რეაგირება
2 საათში

მოულოდნელი ხარვეზების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროის ეფექტურად მართვა და სწრაფი რეაგირება. ბილდვეი ექსპოს ბაზაზე ყველა კომპანიის ტექნიკური გუნდი 24-საათიან რეჟიმში, კვირაში შვიდი დღე ხელმისაწვდომია. გამოძახების დაფიქსირებისას, ინჟინრები ობიექტზე საშუალოდ 2 საათში ცხადდებიან.

გამჭვირვალე პროცესი და ხარისხის კონტროლი

ბილდვეი ექსპო (Buildway Expo) ყველა საჭირო ინსტრუმენტსა და ინფრასტრუქტურას ერთ სივრცეში აერთიანებს. რთული დაზიანების დროს, მძიმე ტექნიკა პირდაპირ აღაიანში გადააქვთ და რესტავრაციას იქვე უტარებენ. 

თუ დაზიანებულ ამწეს ნაწილები ჩასანაცვლებელია, ინჟინერი მუშაობის დაწყებამფოტოზე აფიქსირებს პრობლემას. დეველოპერი ნათლად ხედავს, კონკრეტულად რომელი დეტალი საჭიროებს ჩანაცვლებას.

ევროპაში გადამზადებული ინჟინრები, მუდმივი მზადყოფნა და სათადარიგო ნაწილების ლოკალური ბაზა პირდაპირ კავშირშია სარემონტო სამუშაოების სისწრაფესა და ხარისხთან. ამწის სერვისები, ინფრასტრუქტურა და პროფესიონალური რესურსი დროის მაქსიმალურად ეფექტურად მართვისკენაა მიმართული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გუნდი დეველოპერს განახლებული დეტალის ფოტოსაც უგზავნის, რათა მან ცხადად ნახოს რა გაკეთდა.

ბილდვეი ექსპო იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდეს სამშენებლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და წინასწარ გაწერილი გრაფიკი არ დაირღვეს. ბილდვეი ექსპოს ყველა დეტალი ერთ მთავარ მიზანს ემსახურება

მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს !