T O R Q U E

Loading

ტორქის ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურება

კოშკურა ამწის გამართული მუშაობა პირდაპირ დამოკიდებულია გამართულ ელექტრო სისტემაზე. ქსელიდან მოწოდებული სიმძლავრე ზუსტად უნდა ერგებოდეს მძიმე ტექნიკის სპეციფიკურ მოთხოვნებს. ძაბვის უეცარი ვარდნა, ფაზების დისბალანსი ან არასწორად გათვლილი დატვირთვა დააზიანებს ძრავებსა და მართვის ცენტრალურ ბლოკებს. ხშირად ტექნიკის გაჩერების მიზეზი სწორედ დენის წყაროს ხარვეზია. 

ტორქის სერტიფიცირებული ინჟინრები მზად არიან დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს მივიდნენ ობიექტზე და აღმოფხვრან ელექტრო სისტემებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.

ჩვენი სერვისი 24/7 ხელმისაწვდომია და რეაგირების საშუალო დრო 2 საათია. თუ ელექტრობის შემოწმება და პრობლემის მოგვარება გჭირდებათ – დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს –  ტორქში ვიცით, რომ მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს!

ელექტრო სისტემების მომსახურება კოშკურა ამწის გამართული მუშაობისთვის

ელექტროქსელში გაჩენილი უმცირესი პრობლემაც კი შესაძლოა მძიმე მექანიზმების დაზიანების მიზეზი გახდეს. დროული დიაგნოსტიკის გარეშე ნებისმიერ მარტივ ხარვეზს შეუძლია დიდ პრობლემად იქცეს და გარდაუვალი გახდეს ამწის შეკეთება. 

ტორქის ამწის სერვისები მოიცავს ელექტრო სისტემების წინასწარ ტექნიკურ შეფასებას, რეგულარულ ინსპექტირებას, დაზიანების სწრაფ იდენტიფიკაციასა და ხარვეზების აღმოფხვრას. ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეარჩიოთ ელექტრო სისტემის შესაფერისი კოშკურა ამწე და თვალს ვადევნებთ, რომ მშენებლობის მსვლელობისას არ იჩინოს თავი მოულოდნელმა პრობლემებმა. 

ენერგიის წყაროს სწორი დიაგნოსტიკა კრიტიკულ როლს თამაშობს დაზიანების რისკების შემცირებაში. არასწორი ამწის მოდელის გამო ელექტრო სისტემის დაზიანება სამუშაოების გაჩერების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ტორქი სწორედ ამ პრობლემის თავიდან არიდებას ემსახურება. 

დღეს საქართველოს ბაზარზე ბევრ სხვადასხვა მწარმოებელს შემოაქვს სამშენებლო ტექნიკა. თითოეულ მოდელს ინდივიდუალური ელექტრო სქემა აქვს. კომპეტენტურმა სპეციალისტემა უნდა იცოდეს განსხვავებული სპეციფიკის სისტემებთან მიდგომა. 

ტორქის ინჟინრები რეგულარულად ემსახურებიან საქართველოს ბაზარზე მოქმედ ყველა ძირითადი ბრენდის მოდელს. ჩვენს კლიენტებს შორის არიან ისეთი ბრენდების კოშკურა ამწეები, როგორიც Zoomlion, XCMG, Comansa და ა.შ.

ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში

რეაგირება
2 საათში

სწრაფი რეაგირება და ამწის მომსახურება 24-საათიან რეჟიმში

ამწის გაუთვალისწინებელი გაჩერების მთავარი პრობლემა დროა. ტორქი სრულად იაზრებს რა დანაკარგები შეიძლება გამოიწვიოს მშენებლობის თუნდაც ერთი დღით შეფერხებამ. ამიტომ პარტნიორებს ვთავაზობთ ამწის მომსახურებას 24/7 პრინციპით, კვირის ნებისმიერ დღეს. 

საგანგებო გამოძახებისას ტორქის ინჟინერთა გუნდს ობიექტზე მისასვლელად საშუალოდ ორი საათი სჭირდება. ადგილზე მისული ინჟინრები ატარებენ სრულ დიაგნოსტიკას და დაუყოვნებლივ იწყება ტექნიკური სამუშაოები, რათა კოშკურა ამწე ოპერატიულად დაუბრუნდეს მუშაობას.

ჩვენმა ინჟინრებმა ევროპაში გაიარეს გადამზადება. ისინი ყველა ამოცანას უმაღლესი სტანდარტებით უდგებიან და მკაცრად აკონტროლებენ თითოეულ დეტალს. 

დაზიანების ოპერატიულად აღმოფხვრას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ თუ რომელიმე დეტალი შესაცვლელია, არაა საჭირო მისი ცალკე გამოწერა და ტრანსპორტირების ცდა. ტორქს საკუთარი სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საწყობი აქვს და საჭირო სათადარიგო ნაწილები უკვე საქართველოშია.   

 

ტორქის მთავარი პრინციპი უცვლელია 

მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს !