ამწის სექციების ამაღლება
მასშტაბური სამშენებლო პროექტების წარმატება დროის ეფექტურ მართვაზეა დამოკიდებული. კოშკურა ამწე მშენებარე ობიექტზე მაგრდება და სართულების მატების პარალელურად, მექანიზმის სიმაღლეც ეტაპობრივად იზრდება. ამწის ექსპერტული მონტაჟი, შენობის ზრდასთან ერთად მისი ამაღლება და, მშენებლობის დასრულების შენდეგ, ობიექტიდან უსაფრთხოდ გატანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშენებლობა უწყვეტად, ვადების დაცვით წარიმართოს.
რთული მექანიზმების სწორად მართვას შესაბამისი ტექნიკური ცოდნა სჭირდება. ტორქის ინჟინრები ამწეს ახალ სექციებს ეტაპობრივად ამატებენ მშენებლობისას ობიექტის სიმაღლის ზრდასთან ერთად.
უხარისხოდ ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები კი ძვირადღირებული ტექნიკის დაზიანების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. პროექტის წარმატება ამწის პროექტირების ეტაპიდან იწყება და პროფესიონალების მიერ სრული დემონტაჟის მომენტამდე გრძელდება – ტორქი პასუხისმგებლობას იღებს ამწის გამართულ მუშაობაზე მშენებლობის პროცესის დასაწყისიდან დასრულებამდე.
რას მოიცავს ამწის სექციების ამაღლების სერვისი?
01
წინასწარი პროექტირება და შეფასება
სამუშაოების დაწყებამდე ამწის პროექტირების სერვისის ფარგლებში ინჟინერი დეტალურად აფასებს ობიექტის რელიეფს, მეზობელ ნაგებობებს, ელექტრო სისტემას და მექანიზმის განთავსების ზუსტ გეგმას ადგენს. ეს გეგმა სექციების ამაღლების შესაძლო გეგმასაც მოიცავს.
02
მონტაჟი და უსაფრთხოების კონტროლი
სამუშაოების მიმდინარეობისას ამწის სექციების ამაღლება ზუსტ გათვლებსა და უსაფრთხოების წესების მკაცრ დაცვას მოითხოვს. პროცესში სპეციალისტთა გუნდი მობილური ამწის დახმარებით აწყობს კონსტრუქციას. პასუხისმგებელი ინჟინერი ამოწმებს თითოეულ დეტალს და რწმუნდება, რომ მექანიზმი მყარად დგას ფუნდამენტზე და ელექტრო სისტემა სრულად გამართულია.
03
24/7 ოპერატიული სერვისი
თუ გაუთვალისწინებელმა ხარვეზებმა მაინც იჩინა თავი, ინჟინერთა გუნდი ობიექტზე გამოძახებიდან საშუალოდ ორ საათში მიდის. ტორქის სერვისები ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში, მათ შორის დღესასწაულების პერიოდებში.
04
მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება
ტორქის ინჟინრებს Zoomlion-ის, XCMG-ის, Comansa-ს, Potain-ისა და BQ-ს ბრენდების ტექნიკასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში
2 საათში
მშენებლობის მიმდინარეობისას, ტორქი სრულად იღებს პასუხისმგებლობას კოშკურა ამწის გამართულ მუშაობაზე. საინჟინრო გუნდი რეგულარულად, თვეში ერთხელ ატარებს ამწის დიაგნოსტიკას (შესადარებლად, ინდუსტრიის სტანდარტი 6 თვეა), რათა დარწმუნდეს, რომ აგრეგატი გამართულად მუშაობს. მიდგომა გათვლილია მოულოდნელი ხარვეზების რისკებს მინიმუმამდე შეამციროს.
ამწის კომპლექსური მომსახურება და სწრაფი რეაგირება კომპანიას დეველოპერების საიმედო პარტნიორად აქცევს.
ჩვენი მთავარი საოპერაციო პრინციპი მარტივი და ნათელია