T O R Q U E

Loading

კოშკურა ამწის ინდივიდუალური პროექტირება

თუ კოშკურა ამწეს საფუძველი არასწორად ჩაიყარა, მაშინ თითქმის გარდაუვალია სამშენებლო პროცესში პრობლემების წარმოქმნა. 

ტექნიკური შეფერხებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა წინასწარ დეტალური გეგმის შექმნა. საწყის ეტაპს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ.

სამშენებლო მოედნის სპეციფიკის შეფასება

ოპტიმალური ამწის მოდელის შერჩევა

განთავსების გეგმის შედგენა

მონტაჟი/დემონტაჟის სავარაუდო ლოგისტიკა

სანამ უშუალოდ სამუშაოები დაიწყება ჯერ დეტალური პროექტი უნდა შედგეს: შეფასდეს სამშენებლო მოედნის სპეციფიკა, შეირჩეს ოპტიმალური ამწის მოდელი, შედგეს განთავსების გეგმა და განისაზღვროს მონტაჟი/დემონტაჟის სავარაუდო ლოგისტიკა.

მძიმე ტექნიკა გამართული მუშაობა მშენებლობის უწყვეტ და უპრობლემო მსვლელობაში მთავარ როლს თამაშობს. 

რატომ არის აუცილებელი ამწის პროექტირება?

სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კოშკურა ამწის განთავსების ზუსტი გეგმის შედგენა გრძელვადიანი უპრობლემო ექპლუატაციის საწინდარია. ტორქის ამწის სერვისების ფარგლებში ინჟინრები საწყის ეტაპზე დეტალურად სწავლობენ ობიექტს და ქმნიან პროექტის შესაბამის გეგმას. არჩევენ ოპტიმალურ მოდელს, აფასებენ რელიეფის თავისებურებებსა და მეზობელ ნაგებობებს. მიღებული მონაცემების საფუძველზე ადგენენ ტექნიკის განთავსების სქემას და საზღვრავენ მონტაჟი-დემონტაჟის აუცილებლობებს.

ამ სამუშაოებთან ზედაპირულად მიდგომა ან სულაც გამოტოვება ხშირად ლოგისტიკური კოლაფსის მიზეზი ხდება. დეველოპერები, რომლებიც ამწის განთავსებას სათანადო ნახაზის გარეშე იწყებენ, სერიოზული ტექნიკური საფრთხეების წინაშე დგებიან. ზუსტი წინასწარი გათვლები საგრძნობლად ამცირებს ინციდენტების რისკს. ობიექტის სპეციფიკაზე მორგებული, პროფესიონალურად დაგეგმილი პირდაპირ კავშირშია მშენებლობის ტემპსა და შესრულების ხარისხზე.

ტორქის გუნდი რეგულარულად ემსახურება საქართველოზე მოქმედი სამშენებლო ტექნიკის ბრენდების უმეტესობას. იცნობენ Zoomlion, XCMG თუ Comansa-ს მძიმე ტექნიკის თავისებურებებს. ინჟინრები ქმნიან კონკრეტულ პროექტზე მორგებულ ნახაზებს და სრულად მართავენ შემდგომ მონტაჟის, დიაგნოსტირებისა და დემონტაჟის პროცესებს. გუნდი თვეში ერთხელ ამოწმებს თითოეულ დეტალს, რათა მექანიზმმა უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იმუშაოს.

ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში

რეაგირება
2 საათში

მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი მოულოდნელი შეფერხება პროცესის გაჩერების მიზეზი რომ არ გახდეს, მყისიერი ჩართულობაა საჭირო. ტორქის ამწის მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7. შუაღამეს ან უქმეებზე გამოძახების შემთხვევაშიც კი ინჟინრები ობიექტზე საშუალოდ 2 საათში იქნებიან. 

ხარვეზის აღმოფხვრის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს საქართველოში სათადარიგო ნაწილების მუდმივი მარაგი. თუ დეტალი გამოსაცვლელია, არაა საჭირო მისი გამოწერა და საზღვარგარეთიდან ლოდინი. ინჟინერი გადაიღებს დაზიანებული დეტალის სურათს, ჩაანაცვლებს ახლით, და შედეგს კამერით დააფიქსირებს, რათა დეველოპერმა ზუსტი ინფორმაცია მიიღოს პროცესზე – რა შეიცვალა და რატომ.

ყველა პროექტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, რისკების რეგულარული მართვა და 24/7 მზაობა მყარი საყრდენია ნებისმიერი სამშენებლო პროექტისთვის. პროფესიონალთა გუნდის უწყვეტი მხარდაჭერა გათვლილია კოშკურა ამწესთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურ ოპტიმიზაციაზე. 

ჩვენი მთავარი პრინციპი უცვლელია

მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს !