სამშენებლო პროცესები როგორც წესი ინტენსიური, დატვირთული და ვადებში მკაცრად გაწერილია. პროექტის დროულად ჩაბარება ტექნიკის გამართულ მუშაობას ითხოვს.
კოშკურა ამწეები ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მათი გაჩერება სამშენებლო სამუშაოებს ყოველთვის აფერხებს, ხოლო თუ შეკეთება დროში გაიწელა – დეველოპერს დიდ ფინანსურ ზარალსაც აყენებს.
ტექნიკური შეფერხებების თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში აუცილებელია დეველოპერმა იცოდეს რა რისკების წინ დგას მძიმე სამშენებლო ტექნიკა და როგორ შეიძლება რისკების მინიმიზაცია. შემდეგ კი უკვე პრობლემებზე რეაგირების სწორი სტრატეგიის შემუშავებაა და კვალიფიციური ამწის მომსახურებაა საჭირო.
ქვემოთ ჩამოთვლილია კოშკურა ამწეების ყველაზე ხშირი გაუმართაობები – და რა შეიძლება დეველოპერმა გააკეთოს, რათა მათგან მაქსიმალურად დაიცვას თავი.
#1 ელექტროგაყვანილობისა და ძაბვის ხარვეზები
ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდება და ძაბვის ვარდნა ხშირად ამწის მართვის პანელების დაზიანების მიზეზი ხდება, რყევები კი მგრძნობიარე სენსორებს აფუჭებს. ენერგიის წყაროსთან კავშირის სისტემური წყვეტა ექსპლუატაციის უსაფრთხოებას საგრძნობლად ამცირებს.
იმის გამო, რომ ამ პრობლემას უმეტესწილად არასწორი ამწის მოდელის შეუსაბამო წყაროზე დაერთება იწევს, მისგან თავის დაცვაც შედარებით მარტივია. გამოცდილი ინჟინრები ამწის პროექტირების ეტაპზე დეტალურად იკვევენ სამშენებლო მოედნის სხვადასხვა მახასიათებლებს, მათ შორის ენერგიის წყაროებს, და მოსალოდნელ დატვირთვას ზუსტად ითვლიან. შემდეგ კი უკვე დეველოპერს სთავაზობენ ყველაზე ოპტიმალურ ამწის ვარიანტებს, რომელიც არსებულ ვოლტაჟზე გამართულად იმუშავებს.
#2 მექანიკური დეტალების ცვეთა
მშენებლობის ვადები, როგორც წესი, საკმაოდ ინტენსიურია. ამიტომ იშვიათია ამწე მაღალი დატვირთვით არ მუშაობდეს. საათების განმავლობაში გადაბმულად დიდი წონის ტვირთთან მუშაობისას მუხრუჭები და მბრუნავი მექანიზმები სწრაფად ცვდება, გადაცემათა კოლოფები კი ზიანდება.
იმისთვის, რომ დეტალების ცვდის ხარისხი სწორად შეფასდეს, საჭიროა ტექნიკის რეგულარული დიაგნოსტიკა. ტორქის გუნდი ამწეების ინსპექციას თვეში ერთხელ ატარებს და აფასებს, მუშა მდგომარეობაშია ყველა დეტალი, თუ რომელიმეს ჩანაცვლება სჭირდება.
#3 ტვირთამწეობის შემზღუდველი სენსორების დაზიანება
სენსორების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული რამდენად გამართულად მუშაობს მთელი სისტემას. სენსორების მწყობრიდან გამოსვლა სერიოზულ საფრთხეებს ქმნის, პირველ რიგში – ტექნიკის გადატვირთვის და მწყობრიდან გამოსვლის კუთხით.
ამ პრობლემის რისკების შესამცირებლად, პირველ რიგში აუცილებელია მშენებლობის მასშტაბის შესაბამისი მძიმე ტექნიკის შერჩევა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხარისხიანია ამწე, რომელსაც მშენებლობაზე იყენებენ – თუ მას რეგულარულად ზედმეტი ტვირთის ტარება უწევს, მაშინ სენსორები აუცილებლად დაზიანდება. ამიტომ მშენებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამწემ არ ზიდოს რეკომენდირებულ წონაზე მეტი, თუნდაც ეს მშენებლობის ტემპს ანელებდეს.
#4 ტროსების (ბაგირების) სტრუქტურული დეფორმაცია
ტროსი სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი დეტალია. ინტენსიური ხახუნი და ცვალებადი კლიმატური პირობები ლითონის სტრუქტურას ასუსტებს და დეფორმირებს. ეს, სამწუხაროდ, ის პრობლემა არაა, რომლის მუდმივი პრევენციაა შესაძლებელი – ტროსები ყოველთვის მაღალი დატვირთვის ქვეშაა, ამიტომ მათი ცვდომა მხოლოდ დროის ამბავია.
პირველ რიგში, რასაკვირველია, დეველოპერმა ყურადღება მიაქციოს ტროსების (ბაგირების) ხარისხს. რაც უფრო მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული ტროსი, მით მეტი ხანი გაძლებს და მისი გამოყენებაც უფრო უსაფრთხოა. პარალელურად, ყურადღება უნდა მიექცეს ცვდომის ხარისხსსაც – ტროსები მუდმივად უნდა მოწმდებოდეს.
როგორც უკვე ვახსენეთ, ტორქის ამწის სერვისები რეგულარულ ინსპექციასაც მოიცავს. ინჟინრები თვეში ერთხელ ამოწმებენ ხომ წესრიგშია ამწის ყველა დეტალი (მათ შორის ბაგირებიც) და თუ აფიქსირებენ საჭიროებას – დაზიანებულ კომპონენტებს სწრაფად ანაცვლებენ
#5 ანკერული სისტემების მოშვება
შენობაზე მიმაგრების დროს ანკერული სისტემების მოშვება ამწის მდგრადობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ეს პრობლემა ყველაზე ხშირად მონტაჟის წესების უგულებელყოფის ბრალია, თუმცა ზოგჯერ კი მას ძლიერი ვიბრაციაც იწვევს.
ამ პრობლემის პრევენციის საუკეთესო გზა სანდო კომპანიასთან თანამშრომლობაა. პირველ რიგში, დეველოპერს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ პროვაიდერი ამწის მონტაჟისა და დემონტაჟის დროს საერთაშორისო რეკომენდაციებს სრულად იცავს. შემდეგ კი მნიშვნელოვანია სერვისი მუდმივად, 24/7-ზე ხელმისაწვდომი იყოს, რათა კრიტიკული ხარვეზის აღმოჩენისას რეაგირება მყისიერად მოხდეს და ანკერები უმოკლეს დროში საიმედოდ დამაგრდეს.
ტორქის სერვისები 24/7 ხელმისაწვდომია. გამოძახების შემთხვევაში ინჟინერთა გუნდი ობიექტზე გამოძახებიდან საშუალოდ ორ საათში ცხადდება, მათ შორის ოფიციალურ დღესასწაულებზეც. ტორქის კომპლექსური ამწის მომსახურება მოიცავს ამწის ექპლუატაციის ყველა ეტაპს პირველადი პროექტირებიდან სრულ დემონტაჟამდე. მუდმივი პროფესიონალური მხარდაჭერა დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს გათვლილია თანამედროვე დეველოპერის მთავარი პრობლემის გადაწყვეტაზე – მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს!