ამწის პროფესიონალური მონტაჟი და დემონტაჟი
ნებისმიერი მასშტაბური სამშენებლო პროექტის წარმატება პირდაპირ კავშირშია დროის ეფექტურ მართვასთან. გაჩერებული პროცესი დეველოპერისთვის ყოველდღიურ ფინანსურ ზარალს და მშენებლობის ვადების პოტენციურ დარღვევას ნიშნავს.
კოშკურა ამწის ოპერატიული საწყისი ინსტალაცია, მუშაობის პროცესში შენობის პარალელურად სიმაღლეში ზრდა და ობიექტიდან ასევე ოპერატიულად უსაფრთხოდ გატანა ექსპერტულ საინჟინრო მიდგომას მოითხოვს. უხარისხო ტექნიკური სამუშაოები ხშირად ძვირადღირებული ტექნიკის დაზიანებისა და პროცესების გაჩერების მიზეზია.
ტორქის მომსახურების მთავარი პრინციპი სწორედ პროცესების ოპტიმალური მართვაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს.
რას მოიცავს ამწეების მონტაჟისა და დემონტაჟის სერვისები?
01
რელიეფის შეფასება
სამუშაოების დაწყებამდე ინჟინერი დეტალურად აფასებს რელიეფს, ითვალისწინებს მეზობლად მდებარე შენობებს და ადგენს მექანიზმის განთავსების ზუსტ გეგმას.
02
კოშკურა ამწის კონსტრუქციის აწყობა
გუნდი მობილური ამწის დახმარებით აწყობს კონსტრუქციას და რწმუნდება, რომ კოშკურა ამწე მყარად დგას ფუნდამენტზე, სრულად გამართულია ელექტრო სისტემა და ტექნიკის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. კოშკურა ამწე მაგრდება მშენებარე ობიექტზე და სართულების მატებასთან ერთად ეტაპობრივად, სექციების დამატების ხარჯზე, იზრდება მისი სიმაღლეც.
03
რეგურალური დიაგნოსტიკა
მშენებლობის მიმდინარეობისას, ტორქი იღებს პასუხისმგებლობას კოშკურა ამწის გამართულ მუშაობაზე. ტორქის ამწის სერვისები გულისხმობს თვეში ერთხელ დიაგნოსტიკის ჩატარებას. პასუხისმგებელი ინჟინერი რწმუნდება, რომ ამწის ყველა დეტალი წესრიგშია. ასე მოულოდნელი ხარვეზების რისკები მინიმუმამდე მცირდება.
04
ამწის დემონტაჟი
მშენებლობის დასრულების შემდეგ ხდება ამწის სწრაფი დემონტაჟი. კომპონენტები მწარმოებლის დადგენილი სპეციფიკური თანმიმდევრობით იშლება. თანმიმდევრობის დაცვა სტრუქტურის სტაბილურობის ბოლო წუთამდე შენარჩუნებისა და ობიექტიდან უსაფრთხოდ გატანის აუცილებელი წინაპირობაა.
თუ რეგულარული დიაგნოსტიკის მიუხედავად, გაუთვალისწინებელმა ხარვეზებმა მაინც იჩინა თავი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება. ტორქის ინჟინერთა გუნდი გამოძახებიდან საშუალოდ ორ საათში უკვე ობიექტზეა ხოლმე.
თუ დაზიანებულ ნაწილს ჩანაცვლება სჭირდება, დამკვეთს არ უწევს კვირები ელოდოს დეტალის საზღვარგარეთიდან გამოწერასა და ჩამოტანას. ტორქს სათადარიგო ნაწილები უკვე ადგილზე, საქართველოში აქვს და შეუძლია დაზიანებული დეტალი მაქსიმალურად სწრაფად ჩაანაცვლოს.
თუ დეტალი ისეა დაზიანებული, რომ ჩასანაცვლებელია, გუნდის წევრი მუშაობის დაწყებამდე იღებს ამ კონკრეტული დეტალის ფოტოს. ახლით მხოლოდ შემდეგ ჩაანაცვლებს. სათადარიგო დეტალის დაყენების შემდეგ კი შედეგს კვლავ კამერით აფიქსირებს.
დამკვეთი იღებს ორივე ფოტოს, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ გუნდმა გადაცდომით იმოქმედა. დამკვეთს ყოველთვის აქვს რეალური სურათი რა პრობლემა არსებობდა და როგორ გამოსწორდა.
ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში
2 საათში
რთული მექანიზმების სწორად მართვას შესაბამისი ტექნიკური ცოდნა სჭირდება. ჩვენი ინჟინრები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადებას ევროპაში გადიან. გუნდი წარმატებით მუშაობს საქართველოს ბაზარზე მოქმედ ყველა წამყვანი კომპანიის ამწეებთან. ჩვენს ინჟინრებს აქვთ Zoomlion-ის, XCMG-ის, Comansa-ს, Potain-ისა და BQ-ს ტექნიკის მონტაჟის, მომსახურებისა და დემონტაჟის დიდი გამოცდილება.
ტორქის ამწის მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7-ზე. გუნდი მზადაა უპასუხოს ნებისმიერი სირთულის გამოწვევისთვის უმოკლეს დროში. მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოფხვრილი ტექნიკური პრობლემები კი ნიშნავს, რომ თქვენი მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და პროექტიც ვადებში ჩაბარდება.
ობიექტზე სწრაფი რეაგირება და პრობლემის სრულიად გამჭვირვალედ, ფაქტებზე დაყრდნობით მოგვარება აქცევს ტორქს ქართველი დეველოპერების საიმედო პარტნორად.
ჩვენი მთავარი საოპერაციო პრინციპი მარტივი და ნათელია