T O R Q U E

Loading

ამწის კონსულტაცია

სამშენებლო მოედანზე დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. კოშკურა ამწის გაჩერება სამუშაო პროცესსაც აჩერებს, პროცესის შეფერხება კი ფინანსურ ზარალს ნიშნავს. ასეთ დროს მთავარია ამწე მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს სამშენებლო მოედანს

კომპლექსური შესწავლა და საინჟინრო მხარდაჭერა

ამწის გამართულ მუშაობას დიდწილად მოდელის სწორად შერჩევა, მონტაჟი და მუდმივი ყურადღება განსაზღვრავს. ამწის სერვისების პროვაიდერი კომპანია ტორქი საქართველოს სამშენებლო სექტორს სთავაზობს ამწესთან დაკავშირებულ მრავალმხრივ, სიღრმისეულ კონსულტაციას, რათა დეველოპერმა მაქსიმალურად ოპტიმალურად შეძლოს ტექნიკის შერჩევა და მართვა.

ამწის კონსულტაციის სერვისის ფარგლებში ტორქის გუნდი სწავლობს სამშენებლო მოედნის რელიეფს, ელექტროწყაროებს, მეზობელ ნაგებობებს და ა.შ.  ასევე სწავლობს უკვე დამონტაჟებული ამწის მდგომარეობას და გასცემს რეკომენდაციებს მისი სწორად მოვლა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. ტორქის კვალიფიციური ამწის მომსახურება  ასევე მოიცავს ამწის პროექტირების, მონტაჟი-დემონტაჟისა და რეგულარული ინსპექციის სერვისებს.

ტორქს ასევე აქვს ცხელი ხაზი, რომელიც 24/7 რეჟიმში მუშაობს. გამოძახების შემთხვევაში, ინჟინრები ობიექტზე საშუალოდ 2 საათში ცხადდებიან, მათ შორის დასვენების დღეებში. ინჟინრებს დიდი გამოცდილება აქვთ დღეს საქართველოს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა ბრენდის ტექნიკასთან. გუნდი რეგულარულად ემსახურება Zoomlion-ის, XCMG-ის, Comansa-ს, Potain-ისა და BQ-ს სხვადასხვა მოდელებს.

მოულოდნელი შეფერხებისას ოპერატიული რეაგირება დეველოპერებს პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებაში ეხმარება. ტორქის სერვისის მთავარი პრინციპი მარტივია —, რომ მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს.

ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში

რეაგირება
2 საათში

გამოცდილი პროფესიონალი ინჟინრების მხრიდან მუდმივი ყურადღება და დროული რეკომენდაციები სამშენებლო პროცესს უფრო პროგნოზირებადს ხდის. როდესაც ტექნიკა გამართულად მუშაობს, პროექტის ვადების მენეჯმენტიც უფრო ადვილია. ტორქის გუნდმა კარგად იცის, რომ სამშენებლო სექტორში მას ერთი მთავარი ამოცანა აქვს — თქვენი მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს.

ჩვენი მთავარი საოპერაციო პრინციპი მარტივი და ნათელია

მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს !