ამწის სერტიფიცირება და ექსპერტიზა
მძიმე ტექნიკის უსაფრთხო მუშაობა კომპლექსური პროცესია, რომელიც გამართულ საინჟინრო და იურიდიულ მხარდაჭერას მოითხოვს.
მულტიბრენდული გამოცდილება და სპეციფიკური ექსპერტიზა
ტორქის ამწის სერტიფიცირება-ექსპერტიზის პროცესი მოიცავს სამშენებლო ტექნიკის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებას, ქარხნული პასპორტების მომზადებასა და მონტაჟის ოქმების შედგენას. ტორქის ამწის სერვისები მრავალპროფილურია და გათვლილია, ტექნიკა სრულფასოვნად მოამზადოს ექსპლუატაციისთვის, როგორც ტექნიკური, ისე ბიუროკრატიული კუთხით.
გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბრენდს ინდივიდუალური მახასიათებლები და მაჩვენებლები აქვს, ამიტომ სხვადასხვა მოდელის შემოწმებას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. ტორქის ინჟინრები უკვე წლებია ემსახურებიან საქართველოს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა ბრენდს და კარგად იცნობენ Zoomlion-ის, Potain-ის, XCMG-ის, BQ-ს, Comansa-სა და სხვა წამყვანი ბრენდების ტექნიკას.
მძიმე სამშენებლო ტექნიკის განგრძობითი სტაბილური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, ტორქის ამწის მომსახურება ასევე მოიცავს კონსულტაციის, ამწის პროექტირებისა და რეგულარული ინსპექციის სერვისებს (ტორქის გუნდი ინსპექციას თვეში ერთხელ ატარებს, როდესაც ინდუსტრიის სტანდარტი 6 თვეა). ცხელი ხაზი ხელმისაწვდომია 24/7-ზე. დეველოპერს შეუძლია გამოიძახოს კვალიფიციური ინჟინერთა გუნდი ნებისმიერ მოულოდნელ ხარვეზთან დაკავშირებით დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ობიექტზე გამოცხადებას საშუალოდ 2 საათი სჭირდება.
ექსპერტის ტექნიკური მეთვალყურეობა სამშენებლო მოედანზე სტაბილურობის საუკეთესო გარანტია. სერტიფიცირებული ამწე, რომელიც მუდმივად თვალყურის ქვეშაა გაცილებით იშვიათად ხდება შეფერხების მიზეზი. ტორქის სერვისები გამიზნულია დაეხმაროს პროექტს გეგმის მიხედვით, უსაფრთხოდ და დროულად დასრულდეს. ამიტომ მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს!
ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში
2 საათში
ჩვენი მთავარი საოპერაციო პრინციპი მარტივი და ნათელია