ამწის ტექნიკური დიაგნოსტიკა და ინსპექტირება
ტექნიკური შეფერხება ნეგატიურად აისახება ნებისმიერი მასშტაბის სამშენებლო პროექტში სამუშაო ვადებსა და ბიუჯეტზე. კოშკურა ამწეების სტაბილური მუშაობა სამშენებლო პროცესის უწყვეტობის მთავარი პირობაა.
დიაგნოსტიკის პროცესი და „ამწის ლაბორატორია“
ამწის რეგულარული სიღრმისეული შემოწმება მოულოდნელი ტექნიკური ხარვეზის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. ამწის სერვისების კომპანია ტორქი მძიმე ტექნიკის დიაგნოსტიკა-ინსპექტირებას სისტემატურად თვეში ერთხელ ატარებს (შედარებისთვის, ინდუსტრიის სტანდარტი 6 თვეში ერთხელ შემოწმებაა).
დიაგნოსტიკა მოიცავს ელექტრონული სისტემების ტესტირებას, კვანძების ცვეთის დეტალურ შესწავლას და ანკერული სისტემების მდგრადობის მონიტორინგს. სიღრმისეული ანალიზი გამიზნულია ადრეულ ეტაპზევე გამოავლინოს შესაძლო დაზიანებები, რაც მოულოდნელი ავარიების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.
სისტემური შემოწმება ზრდის ტექნიკის ექსპლუატაციის ვადას. ევროპაში სერტიფიცირებული ინჟინრები ყურადღებით აფასებენ თითოეულ კომპონენტს და, საჭიროების შემთხვევაში ამწის დაზიანებული დეტალების აღდგენას ადგილზევე იწყებენ. თუ ტექნიკის ადგილზე აღდგენა შეუძლებელია, ის დაუყოვნებლივ გადააქვთ Buildway Expo-ს ტერიტორიაზე განთავსებულ “ამწის ლაბორატორიაში”.
ტორქის ამწის მომსახურება 24/7-ზე ხელმისაწვდომია. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკავშირდეს ტექნიკური ჯგუფს, თუნდაც ღამის 3 საათზე ოფიციალურ დღესასწაულზე. როგორც წესი, გუნდი ობიექტზე საშუალოდ 2 საათში ცხადდება. ტორქის ინჟინრები რეგულარულად ემსახურებიან ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა მოდელს, მათ შორის Zoomlion-ის, XCMG-ის, BQ-ს, Potain-ისა და Comansa-ს ტექნიკას.
ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში
2 საათში
გამოცდილი პროფესიონალი ინჟინრების მხრიდან მუდმივი ყურადღება და დროული რეკომენდაციები სამშენებლო პროცესს უფრო პროგნოზირებადს ხდის. როდესაც ტექნიკა გამართულად მუშაობს, პროექტის ვადების მენეჯმენტიც უფრო ადვილია. ტორქის გუნდმა კარგად იცის, რომ სამშენებლო სექტორში მას ერთი მთავარი ამოცანა აქვს — თქვენი მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს.
ჩვენი მთავარი საოპერაციო პრინციპი მარტივი და ნათელია